ვიქტორ ორბანი – 1999 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა უნგრეთს სთხოვა, ახალი ფრონტი გაეხსნა იუგოსლავიის ომში, ჩვენი პასუხი იყო არა, არა-ს თქმა შესაძლებელია, თუ ამის გამბედაობა გექნებათ
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი არ აპირებს, კონფლიქტებში ჩაერთოს, რადგან ეს უნგრელ ხალხს დააზარალებს.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის თქმით, 1999 წელს ვაშინგტონმა ბუდაპეშტს იუგოსლავიის ომში ჩაბმა სთხოვა, რაზეც უნგრეთის პასუხი იყო – არა.
„1999 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა უნგრეთს სთხოვა, ჩართულიყო და ახალი ფრონტი გაეხსნა იუგოსლავიის ომში. ჩვენი პასუხი იყო ცალსახა „არა“. დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩვენი ხალხი კონფლიქტის შედეგებით დაზარალდებოდა. „არა“-ს თქმა შესაძლებელია, თუ ამის გამბედაობა გექნებათ“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.
🕊️ In 1999, President Bill Clinton asked Hungary to get involved and open a new front in the Yugoslav war. Our answer was a clear NO. If it had been yes, our people would have suffered the consequences of conflict. Saying no is possible, if you have the courage to do so. pic.twitter.com/gg1rhv8Ley
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) February 9, 2026