ვიქტორ დოლიძე - ევროკავშირთან მიმოსვლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკა დამაიმედებელია და პრობლემა არ არსებობს
ვიქტორ დოლიძე - ევროკავშირთან მიმოსვლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკა დამაიმედებელია და პრობლემა არ არსებობს

ევროკავშირთან მიმოსვლის პირველი ექვსი თვის სტატისტიკა დამაიმედებელია და პრობლემა არ არსებობს, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მუშაობს, რათა ადამიანების ცნობიერება ამაღლდეს და მათ არ დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები.

ევროპოლთან“ მართლაც მნიშვნელოვანი, თვისობრივად განსხვავებული თანამშრომლობა გვაქვს. ვერ ხდება ხოლმე იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც შენგენის ზონაში მიემგზავრებიან და მერე შენგენის ზონით, ან სხვა მიმართულებით ბრუნდებიან, ან არ ბრუნდებიან.  მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ, რომ პირველი ექვსი თვის სტატისტიკა გვაქვს და სტატისტიკა დამაიმედებელია. რაც ყველაზე მთავარია, არ არის საგანგაშო და ჯერ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ვმუშაობთ მომავალი კამპანიის დაგეგმვის, ასევე განხორციელების თვალსაზრისით, რათა ადამიანების ცნობიერება ავამაღლოთ, რომ არ უნდა დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის წესები, თავშესაფარი არ უნდა მოითხოვონ, ვინაიდან საქართველო არის უკვე უსაფრთხო ქვეყანა და არ უნდა შევუქმნათ პრობლემები საკუთარ თავს. ჩემი თანამოქალაქეების კეთილგონიერების დიდი იმედი მაქვს და ეს პროცესი თუ ისევე გაგრძელდა, როგორც წარიმართა აქამდე, მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ჩვენი მობილურობის გაზრდას”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.