ვიოლა ფონ კრამონი – ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა
ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გადაღებულ სურათსა და დღეს სასამართლო პროცესზე ჩართვის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შევხვდი, ჯანმრთელი ადამიანი იყო. ახლა ის ასე გამოიყურება, მას შემდეგ, რაც წელიწადზე მეტი გაატარა საქართველოს ციხეში. ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის კეთილდღეობა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერის“ გვერდზე.
🇬🇪 Last time I met Mikheil #Saakashvili he was a healthy man. This is how he looks today a bit over a year in a Georgian prison. The well-being of every prisoner including Saakashvili is a responsibility of the Government of #Georgia. pic.twitter.com/XY6fbhnfNy
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) December 22, 2022