ვიოლა ფონ კრამონი - ვშიშობ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე იყო სამი თვის წინ
ვიოლა ფონ კრამონი - ვშიშობ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე იყო სამი თვის წინ

ვშიშობ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე იგი იყო სამი თვის წინ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და დამაზიანებელი ნაბიჯი საქართველოს ინტერესებისთვის.

„როგორც წამყვანი წევრი ევროპული პარლამენტის, დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის, ე.წ. დეგის, რათა მხარი დამეჭირა დიალოგისთვის ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან და გამეზიარებინა ევროპული გამოცდილება.

მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი მისია ივლისში იყო გაუქმებული კოვიდის ძალიან მაღალი მაჩვენებლის გამო, მე გადავწყვიტე ჩამეტარებინა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, დელეგაციის სხვა წევრების გარეშე. ამიტომაც ვიმყოფები აქ, ზუსტად ამ მომენტში. „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით, დამაზიანებელი ნაბიჯი, მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო მე გადავწყვიტე, გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროპარლამენტარის თქმით, 19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის აქტივობებისა საქართველოს პარლამენტში.

„უფრო მეტსაც გეტყვით, პირველად არ ხდება, როდესაც „ქართული ოცნება“ თავის დაპირებას არ ასრულებს. გაუქმება შეთანხმებისა არღვევს ნდობას და „ქართულ ოცნებას“ ხდის ისეთ სუბიექტად, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება და არ არის სანდო. გამართლება შეთანხმებიდან გამოსვლისა გახლავთ არადამაჯერებელი და არასერიოზული. „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე და ეს არის კარგი დემონსტრაცია ზემოთ თქმულისა“, – განაცხადა კრამონმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს.

„ძალიან გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოსთვის სარგებლის მომტანი არ არის, არ არის მომტანი მისი ხალხისთვის, საერთაშორისო მეგობრებისთვის. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ მოუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

დატოვე კომენტარი