ვიოლა ფონ კრამონი – ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველამ არ მიიღო
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.
როგორც ევროპარლამენტარი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს, სამწუხაროა, რომ „ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში“.
„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას! სამწუხაროა, რომ ყველამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ მიღწევამ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები უფრო დემოკრატიული და სამართლიანი უნდა გახადოს.
და მაინც, დემოკრატიული ტრანზიციისთვის რჩევა იქნება, ყველა პარტიის ძალისხმევის გაგრძელება“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.
🇬🇪Congrats #Georgia with adopting the Constitutional Amendments. Pity not everyone partook in the voting. This achievement should make the upcoming Parliamentary Elections more democratic & fair
Still, further efforts of ALL parties are advised 4 continued democratic transition:
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) June 29, 2020