ვიოლა ფონ კრამონი – სალომე ზურაბიშვილი როდესაც ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას შეწყალებას აპირებდა, ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით 

21:43, 23.06.2023

პრეზიდენტისგან ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შესწყალებას რომ აპირებდა, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში სიტყვით გამოსვლის დროს შეიტყო.

„პირველ რიგში, გილოცავთ თქვენ და მთელ თქვენს გუნდს ამ ნამდვილად კარგ გადაწყვეტილებას. ეს იყო მართლაც თამამი გადაწყვეტილება პრეზიდენტისგან და სიმართლე გითხრათ, მე ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როდესაც ის ბრიუსელში სიტყვით გამოვიდა, მაშინ მომივიდა ინფორმაცია, რომ ნიკას შეწყალებას აპირებდა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით და გუშინ ძალიან მესიამოვნა, როდესაც გახარებულები დაგინახეთ.

ნამდვილად კარგი და პოზიტიური გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, მსგავსი ნაბიჯები კვლავაც გაგრძელდება, განსაკუთრებით ევროკომისიის მიერ დადგენილი პრიორიტეტების შესრულების მხრივ და კომისია ამჯერად შესთავაზებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ შეიწყალა.

მსგავსი