ვიოლა ფონ კრამონი – საარჩევნო რეფორმები საქართველოში დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ ამ პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში პარლამენტის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებას „თვითერზე“ გამოეხმაურა.
„კარგი სიახლე! საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო, დარჩა ერთი მოსმენა. საარჩევნო რეფორმები საქართველოში დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ ამ პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ცვლილებებს ხმა მისცეს“, – განაცხადა ფონ კრამონმა.