ვიოლა ფონ კრამონი - სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა
ვიოლა ფონ კრამონი - სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა

საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა.

„ამ არეულობისთვის ორივე ბანაკის პოლიტიკოსები არიან დამნაშავეები. ისინი საკუთარ ეგოს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებენ და თანამშრომლობის ნაცვლად, პოლარიზაციას ირჩევენ. კრიზისის გადასაჭრელად ევროკავშირი ფასილიტაციდაან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, რაც გავაკეთეთ კიდეც. პრობლემის გადაჭრის ქვაკუთხედი ქართველი ხალხი უნდა იყოს. მათ უნდა გადაწყვიტონ შემდეგი არჩევნების დრო და ბედი. ეს არჩევნები მხოლოდ დროებით მოაგვარებს პრობლემას და არ იქნება ხანგრძლივი გადაწყვეტის გზა, ახალი სრულყოფილი საარჩევნო სისტემის გარეშე.

ჩვენ ვხედავთ, როგორ იმეორებს კრიზისი თავის თავს. სასამართლო სისტემის რეფორმა და მეტი საპარლამენტო კონტროლი ოპოზიციისთვის უნდა იყოს პოლიტიკური პრიორიტეტი. ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ სამომავლოდ ჩარევა. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს საქართველოში, არ შეგვიძლია, ამ რეგიონში არ ვიყოთ მომდევნო კრიზისის დროს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.