ვიოლა ფონ კრამონი – სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება მალე გვჭირდება ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ შეძლოს სხვა საკითხებზე ფოკუსირება
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტის რეზოლუციას ეხმაურება.
„სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიღებულია აბსოლუტური უმრავლესობით. 567 კოლეგა და მე ვეთანხმებით: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, არის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა. ჩვენ რაც შეიძლება მალე გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული გადაწყვეტა, რომ საქართველომ საბოლოოდ შეძლოს სხვა საკითხებზე ფოკუსირება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.
🇬🇪Resolution on #Saakashvili was adopted by an overwhelming majority. 576 colleagues and I agree:
The health of @SaakashviliM, like other prisoners, is a responsibility of @GovernmentGeo.
We need an urgent humanitarian solution ASAP, so #Georgia can finally focus on other topics. pic.twitter.com/ZxIKA4ivvR— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) February 15, 2023