ვიოლა ფონ კრამონი - რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს
ვიოლა ფონ კრამონი - რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს

„საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც ამ დროს დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.

„რუსეთის მიერ წარმოებული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. აღიარების პოლიტიკა აჩვენებს, რომ საქართველო არ არის მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე და მას მხარს უჭერენ ძლიერი და ერთგული მეგობრები. ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა კრამონმა.

ამასთან, კრამონი აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შეუსრულებია, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს.

„რუსეთს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია 2008 წლის „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. წლების შემდეგ რუსეთმა იგივე აგრესიული ტაქტიკა გამოიყენა უკრაინაშიც“, -აღნიშნა კრამონმა.