ვიოლა ფონ კრამონი - პუტინი უკვე დამარცხდა, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია, მისი იმპერიული ამბიციები სამუდამოდ დაიმარხება უკრაინაში
ვიოლა ფონ კრამონი - პუტინი უკვე დამარცხდა, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია, მისი იმპერიული ამბიციები სამუდამოდ დაიმარხება უკრაინაში

მსოფლიო შეიცვალა, პუტინმა გადაკვეთა საზღვარი და დაიწყო მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა. პუტინი, ისევე როგორც ზოგიერთი ჩვენგანი გაფრთხილებდათ წლების განმავლობაში. არ მსიამოვნებს იმის თქმა, რომ გეუბნებოდით ამას. ახლა არ არის თითის გაშვერის დრო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის იმპერიული ამბიციები უკრაინაში სამუდამოდ დაიმარხება.

„ახლა დროა, უკრაინის გვერდით დავდგეთ და გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება. პუტინის სისხლიანმა ომმა სრულიად შეგვძრა. ახლა საჭიროა ჩვენი დემოკრატიის და კავშირის დაცვა ნებისმიერი საშუალებით. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდა, რუსეთი ნაწილობრივი ჩაიხსნა „სვიფტიდან“, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც არ უნდა დასრულდეს რუსეთის შეჭრა, პუტინი უკვე დამარცხდა ამ ომში, მან თავისი ქვეყანა გარიყულ სახელმწიფოდ აქცია და გაანადგურა მისი ეკონომიკა. თანამედროვე რუსეთი არ არის სამხედრო სუპერძალა, როგორც პუტინს მიაჩნია. მისი იმპერიული ამბიციები სამუდამოდ დაიმარხება უკრაინაში. ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ცივილიზებული მსოფლიოს წინააღმდეგ. უკრაინა ფრონტის ხაზზეა და ჩვენ დემოკრატიებს იცავს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის დაცემა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.