ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილის თემა არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულების მოპოვების საკითხი, ეს სრულად ჰუმანიტარული საკითხია
ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილის თემა არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულების მოპოვების საკითხი, ეს სრულად ჰუმანიტარული საკითხია

როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ ეს არ არის პოლიტიკის თემა. ეს სრულად ჰუმანიტარული საკითხია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გარდაცვალება, ქვეყნის რეპუტაციას დააზიანებს.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება გვიჩვენებს, რომ რომ სწრაფად მოქმედებაა საჭირო. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულების მოპოვების საკითხი. ამიტომ, მე ბევრ ადამიანს ვესაუბრე ბრიუსელშიც, ბერლინშიც, რომ რაღაც სახის შეთანხმებას მივაღწიოთ. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, ეს არ არის პოლიტიკური ბენეფიტების საკითხი, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ციხეში არ მოკვდება, ეს საქართველოს რეპუტაციას ძალიან დააზიანებს“, – განაცხადა კრამონმა.