ვიოლა ფონ კრამონი - ღმერთო ჩემო, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდებ საქართველოს „ნამდვილ მეგობარს“, ამით ყველაფერი ნათქვამია
ვიოლა ფონ კრამონი - ღმერთო ჩემო, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდებ საქართველოს „ნამდვილ მეგობარს“, ამით ყველაფერი ნათქვამია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს აკრიტიკებს. მიზეზი ილია დარჩიაშვილის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს „ტვიტერით“ გავრცელებული ჩანაწერი გახდა, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმება უნგრელი კოლეგის თბილისში ვიზიტს და მას „საქართველოს ნამდვილს მეგობარს“ უწოდებს.

„ო, ღმერთო ჩემო, როდესაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უწოდებ საქართველოს „ნამდვილ მეგობარს“, ამით ყველაფერი ნათქვამია. მთავრობამ, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია, გააუქმა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და რომელიც წარმოადგენს რუსეთის დე ფაქტო მარიონეტულ რეჟიმს, რომელიც თითქმის არაფრით ეხმარება უკრაინას“, – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.

ევროდეპუტატი ასევე ეხმაურება ილია დარჩიაშვილის მიერ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე გაკეთებულ ჩანაწერს.

„ყოველთვის სასიამოვნოა, უმასპინძლო საქართველოს ნამდვილ მეგობარს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისშია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უნგრეთის კავშირების განმტკიცებას ერთობლივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში“, – წერია დარჩიაშვილის „ტვიტერის“ გვერდზე.