ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირი მოწადინებულია, საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს კანდიდატი, ამისთვის უნდა შესრულდეს 12-ვე პუნქტი, ესაა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, ვაჭრობის ადგილი არ არის
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს კანდიდატი.
მისივე თქმით, ამისთვის ქართველმა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით კი, მთავრობამ უნდა შეასრულოს 12-ვე პუნქტი, რომელიც წარმოდგენლია ევროკომისიის მიერ.
„ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ვაჭრობის ადგილი არ არის“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“.
🇪🇺#EU is eager to have 🇬🇪#Georgia as a #candidate in the near future. For that, Georgian politicians, particularly the Government, need to deliver on all 12 points outlined by the @EU_Commission. This is a merit-based process. There is no room for bargaining. pic.twitter.com/SyHGTOy2o7
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) July 20, 2022