ვიოლა ფონ კრამონი - დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში
ვიოლა ფონ კრამონი - დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში

დასავლეთი ბოსნიაში პოზიციების შესუსტებას თუ დაუშვებს, ეს იქნება პუტინის მოწვევა, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში, არამედ უკრაინასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„პი-3-ის და ევროკავშირის სისუსტე ბოსნიაში გავლენას ახდენს ყველა ჩვენგანზე: ნათელი გამოცდა კრემლის კიდევ უფრო მეტად აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის. დასავლეთი თუ დაუშვებს, რომ ეს მოხდეს ბოსნიაში და დეიტონის შეთანხმება მოკვდება, ეს არის მოწვევა პუტინისთვის, იმოქმედოს არა მხოლოდ ბალკანეთში. გახსენებთ უკრაინასა და საქართველოს“, – წერს ევროდეპუტატი.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო მიმდინარე კვირაში განიხილავს „იუფორის“ (EUFOR) სამშვიდობო მისიის მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას ბოსნიაში. რუსეთი იმუქრება, რომ ვეტოს დაადებს მანდატის გაგრძელების რეზოლუციას, თუ უმაღლესი წარმომადგენლის და მისი ოფისის ყველა უფლებამოსილება არ მოიხსნება. „ევრონიუსი“ წერს, რომ ეს არის კრისტიან შმიდტის, როგორც 1995 წლის სამშვიდობო შეთანხმების დამკვირვებლის, ავტორიტეტის შერყევის აშკარა მცდელობა. ბოსნიის ომი აშშ-ის ხელმძღვანელობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით 1995 წელს დასრულდა. დეიტონის შეთანხმებით, შეიქმნა ორი ადმინისტრაციული ერთეული, იგივე სუბიექტი – სერბული დომინაციის „სერბთა რესპუბლიკა“ და ბოსნიელებისა და ხორვატების უმრავლესობით ფედერაცია – იგივე ბოსნია და ჰერცეგოვინა.