ვიოლა ფონ კრამონი – ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, დგანან ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის.
„საქართველოს მთავრობამ უღალატა საქართველოს. უღალატა მის კონსტიტუციას, მის ევროპულ მომავალს, ხალხს. ჩვენ ვდგავართ მამაცი ხალხის გვერდით, ვინც იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და არ სურს, იყოს „რუსული სამყაროს“ წევრი. არა რუსულ კანონს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
Georgian Government betrayed #Georgia🇬🇪. Betrayed its constitution, its European future, its people.
We stand with the brave people who fight for their freedoms and do not want to be part of the “Russian World”.
#NoToRussianLaw https://t.co/zenWpHuVVx— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺 (@ViolavonCramon) March 8, 2023