ვიოლა ფონ კრამონი - ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს ელენე ხოშტარიას მაგალითს
ვიოლა ფონ კრამონი - ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს ელენე ხოშტარიას მაგალითს

მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა, ახლა ჯერი მიხეილ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს მის მაგალითს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

„მოხარული ვარ, რომ ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მე ძალიან ვღელავდი ხოშტარიას ჯანმრთელობის გამო, ახლა ჯერი ბატონ სააკაშვილზეა, რომ მიბაძოს მის მაგალითს.

საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და ოპოზიცია უნდა დარჩეს მშვიდობიანად“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის საფუძვლად მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება დაასახელა.