ვინისიუსს ჯერ ისევ ხიბლავს შეთავაზებები საუდის არაბეთიდან #1TVSPORT

15:15, 26.04.2025

მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი დაინტერესებულია შეთავაზებით საუდის არაბეთიდან. ამის შესახებ გამოცემა The Athletic-მა დაწერა „რეალში“ სანდო წყაროზე დაყრდნობით.

ამტკიცებენ, რომ ამ სეზონში ვინისიუსმა პირად საუბრებში არა ერთხელ მიანიშნა იმის შესახებ, რომ ხიბლავს საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში თამაშის პერსპექტივა.

პარალელურად, „რეალის“ ფეხბურთელები და პერსონალი თანხმდებიან იმაზე, რომ ბრაზილიელისთვის შეთავაზებულ წინადადებაზე „უარის თქმა შეუძლებელია“. ამასთან დაკავშირებით კლუბში ვარაუდობენ, რომ არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ ბრაზილიელი ამ სეზონის შემდეგ წავიდეს „რეალიდან“.

უფრო ადრე დაიწერა იმის შეახებ, რომ საუდის არაბეთის მხარემ ვინისიუსს შესთავაზა ხუთწლიანი კონტრაქტი ერთი მილიარდი ევროს საერთო ღირებულებით.

მსგავსი