ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატში 14 ივნისს, ღამის 2 საათზე ჩაერთვება. მისი მეტოქე მაროკო იქნება.
თამაშის წინ ვინისიუსმა ჟურნალისტებთან გულახდილად ისაუბრა:
„ჩვენგან ძალიან ბევრს ელიან. გულშემატკივრებს უნდათ, რომ ბრაზილიაში მსოფლიო თასით დავბრუნდეთ. ეს გასაგებიცაა – იმ ქვეყნიდან ვართ, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. თუმცა ისიც მესმის, რომ ქომაგს ჩვენი ბოლომდე არ სჯერა, რადგან შესარჩევი ეტაპი არადამაჯერებლად დავიწყეთ.
ამერიკაში გაცილებით მომზადებულები ჩამოვედით და მჯერა, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რასაც ბრაზილიელი გულშემატკივარი დიდი ხანია, ელის“.