ვილნიუსის აეროპორტში მგზავრებისთვის ჩამორთმეული ნივთებისგან ნაძვის ხე ააწყვეს
ვილნიუსის აეროპორტში მგზავრებისთვის ჩამორთმეული ნივთებისგან ნაძვის ხე ააწყვეს

ვილნიუსის აეროპორტში მგზავრებისთვის ჩამორთმეული ნივთებისგან შემდგარი ნაძვის ხე დადგეს. ლიეტუვის დედაქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მთავარ ნაძვის ხესთან ერთად, კიდევ ერთი პატარა საშობაო ხე დადგას, რომელიც მგზავრებისთვის ჩამორთმეული იმ ნივთებით არის აწყობილი, რომელთა თვითმფრინავის ბორტზე ატანა ხელბარგით აკრძალულია.

1,5 მეტრის სიმაღლის ორიგინალური საშობაო ხე ძირითადად მაკრატლებისგან და დანებისგან შედგება, თუმცა მასზე ასევე წარმოდგენილია სანთებელები, ტყვიები და ცეცხლსასროლი იარაღის ასლები.

„ჩვენი მიზანია, საავიაციო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო სიგნალის გაგზავნა. ამ ნივთების ატანა ხელბარგში აკრძალულია, ამიტომ ისინი მგზავრებს ჩამოართვეს შემოწმების დროს. ასე რომ, თუ არ გსურთ, რომ თქვენი პირადი ნივთები მომავალ წელს ჩვენს საშობაო ნაძვის ხეზე აღმოჩნდეს, კარგად შეამოწმეთ თქვენი ბარგის შიგთავსი მომავალი ფრენისთვის მზადებისას“, -განაცხადა „ბიბისისთან“ საუბარში ვილნიუსის აეროპორტის პრესსპიკერმა.