საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ივა გელაშვილი გამოიძახა.
მიზეზი საბა გოგლიჩიძის ტრავმაა, რომელმაც „უოტფორდის“ შემადგენლობაში დღეს სრულად ვერ ივარჯიშა. სფფ-ის ცნობით, ინგლისური კლუბის ქართველი მცველი მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებში ითამაშებს თუ არა, მისი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გაირკვევა.
არსებულ ვითარებაში, მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. ისრაელსა და ლიეტუვასთან მატჩებისთვის განაცხადში ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი იქნება.
საქართველოს ნაკრები 23 მარტს თბილისში შეიკრიბება და ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. „ჯვაროსნები“ 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას ესტუმრებიან.