ვილი სანიოლი - ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა საგურამოში, ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე ვარჯიში გამართა, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სასტუმრო „სევსამორაში“ პრესკონფერენცია ჩაატარა.

„არის თუ არა გუნდში საბრძოლო განწყობა? სულისკვეთება ძალიან მნიშვნელოვანია და ამის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ფეხბურთელებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ კონცენტრაციაა საჭირო. ლუქსემბურგთან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად ხარისხიანად და გონივრულად ვითამაშებთ.

თამაში ხვალაა და მოსამზადებლად მცირე დრო გვქონდა. გეგმა დავისახეთ, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი მოგვიფიქრებია. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, როგორ უნდა მოემზადოს. სიურპრიზები ამჯერად არ იქნება.

ლუქსემბურგის ყველა თამაში ვნახე. არ უნდა მოვდუნდეთ და მეტოქე დავაფასოთ. მთავარია, ბოლომდე დავიხარჯოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. ვეცდებით, ბურთი გავაკონტროლოთ. მთავარია, ფეხბურთელებმა მოედანზე ყველაფერი გაიღონ.

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.