ვილი სანიოლი - კარგად ვიცით, ნორვეგიასთან რა რთული მატჩი გველის #1TVSPORT
ვილი სანიოლი - კარგად ვიცით, ნორვეგიასთან რა რთული მატჩი გველის #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და ნორვეგიასთან მოახლოებული მატჩისთვის გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„ესპანეთთან ნორვეგიის ნაკრების თამაში ვნახე და მიმაჩნია, რომ ასეთ მარცხს არ იმსახურებდა. ჩვენმა გუნდმა იცის, რა კარგი მოთამაშეებითაა მეტოქე დაკომპლექტებული. ვაცნობიერებთ, რა რთული მატჩი გველის.

ოსტიგორზე კვარაცხელიასთან თუ ვისაუბრე? ხვიჩა მას კარგად იცნობს, მაგრამ ინდივიდუალურ მოთამაშეებზე მეტად გუნდი მაინტერესებს. ამავე დროს, ის კლუბში და ნაკრებში განსხვავებულ დავალებებს ასრულებს.

ვფიქრობ, რომ ეს უფრო ძლიერი ჯგუფია, ვიდრე ერთა ლიგის ბოლო შესარჩევ ციკლში იყო, მიუხედავად ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემისა. ამიტომ უფრო რთული საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოგვიწევს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების მატჩი 28 მარტს, ბათუმის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.