ვილი სანიოლი - ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ გუნდს იხილავთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე და დარწმუნებული ვარ, განსხვავებულ გუნდს იხილავთ #1TVSPORT

ვილი სანიოლმა სექტემბრის მესამე შეხვედრამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ავარჯიშა და ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. „ჯვაროსნების“ ფრანგმა მწვრთნელმა იმედი გამოთქვა, რომ 8 სექტემბერს დანიშნულ შეხვედრაში მისი გუნდი უკეთეს სახეს აჩვენებს, ვიდრე წინა ორ მატჩში.

 

„ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური. მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ, როტაციის პრინციპი გამოვიყენო, რადგან მივიჩნევ, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები, ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელიც შანსს იმსახურებს, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან, მეორე ნახევარში კი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით“.

„ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი ვისაუბრე, თუ რა მოლოდინი მაქვს და უმაღლეს დონეზე თამაში მათგან რას მოითხოვს. ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს, ეროვნული ნაკრები ყოველდღიურად განვითარდეს, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ.

ჩემი აზრით, ეს საუბრები საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მით უმეტეს ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს“.