ვილი ისიანმა 15 ქულა ჩააგდო და „დეტროიტს“ მეხუთე მატჩი მოაგებინა [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის კოლეჯების ლიგაში ეფექტური მატჩი ჩაატარა ვილი ისიანმა, რომლის „დეტრიტ მერსიმ“ „ფლეიმსი“ შინ 80:67 დაამარცხა.

ვილიმ 27 წუთში 5-დან 4 სამქულიანი ჩააგდო. ორქულიანი და საჯარიმო თითოჯერ სტყორცნა და ისინიც მიზანში მოარტყა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 15 ქულა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაფიქსირდა.

მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი დევისი გახდა – 18 ქულა, 9 პასი.

„დეტროიტ მერსი“ „ჰორაიზონის“ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა – 5 მოგება, 3 წაგება.

მომდევნო მატჩს 1 თებერვალს „მიჩიგანთან“ გამართავს.