ვილი ისიანის საუკეთესო შედეგი „დეტროიტ მერსის“ შემადგენლობაში
ვილი ისიანის საუკეთესო შედეგი „დეტროიტ მერსის“ შემადგენლობაში

ვილი ისიანმა, რომელიც „დეტროიტ მერსი ტიტანსის“ ღირსებას იცავს, ამერიკულ კარიერაში სარეკორდოდ ბევრი – 39 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 3 გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 სამქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

ეს მონაგარი ისიანმა კოლეჯების ლიგაში „კენტ სტეიტ გოლდენ ფლეშისთან“ 66:80 წაგებულ მატჩში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ვილიმ მოედანზე ამდენი დრო პირველად გაატარა და 15 ქულაც მისი საუკეთესო შედეგია, რადგანაც წინა მატჩებში, შესაბამისად, 7 და 2 ქულა ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ მის დეტროიტულ კარიერაში ვილიმ 10 ან მეტი ქულა მხოლოდ მეცხრედ ჩააგდო.

„მერსი ტიტანსს“ მიმდინარე სეზონის სამივე არასაკონფერენციო მატჩი წაგებული აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს „ვესტერნ მიჩიგანთან“ ჩაატარებს.