ვილი ისიანის 9 ქულა და გამარჯვება „სენტ რაითთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

ამერიკის კოლეჯების ლიგაში მორიგი მატჩი გამართა ვილი ისიანმა, რომელიც დეტროიტის „სენტ მერსის“ ღირსებას იცავს. მისმა გუნდმა „სენტ რაითს“ უმასპინძლა და 80:75 დაამარცხა.

ვილი სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა: 32 წუთში 9 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, რასაც თითო ორქულიანი და საჯარიმო მიამატა.

დეტროიტელთა შორის საუკეთესო ანტუან დევისი იყო, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა.

ისიანის გუნდს 9 მოგება, 6 წაგება აქვს და ჰორაიზონის კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 25 თებერვალს „კლივლენდ სტეიტთან“ გამართავს.