ვილი ისიანი „სიონში“ დაბრუნდა (ვიდეო)
ვილი ისიანი „სიონში“ დაბრუნდა (ვიდეო)

ბოლნისის „სიონმა“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა – მშობლიური ქალაქის გუნდში გამოცდილი თავდამსხმელი ვილი ისიანი დაბრუნდა.

„29 წლის თავდამსხმელი გუნდში დაბრუნდა. ვილი ისიანი ჩვენი გუნდის ღირსებას სხვადასხვა დროს იცავდა. მან „სიონის“ მაისურით 22-ჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება და გულშემატკივრის გახარება“, – წერია „სიონის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ვილი ისიანი „სიონის“ აღზრდილია. ამას გარდა, უთამაშია ლანჩხუთის „გურიაში“, „ცხინვალში“. 2019 წლის ზაფხულში კარიერა უზბეკეთში, „ბუხარაში“ გააგრძელა. გამოცდილი ფეხბურთელი საქართველოში მალევე დაბრუნდა და საჩხერის „ჩიხურას“ რიგებს შეუერთდა. ახლა ისიანი კვლავ „სიონისთვის“ გაიტანს.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე დღის წინ, „სიონმა“ „სამტრედიადან“ 25 წლის თავდამსხმელი ზურაბ ღირდალაძეც დაიმატა.