ვილი ისიანი ესპანური „ლებ პლატას“ პლეი ოფს გამარჯვებით იწყებს #1TVSPORT
ვილი ისიანი ესპანური „ლებ პლატას“ პლეი ოფს გამარჯვებით იწყებს #1TVSPORT

ესპანურ „ლიგა ლებ პლატაში“ რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ პლეი ოფის შეხვედრები დაიწყო. ვილი ისიანის ახალი გუნდი „ჰოსპიტალეტი“ ლიგაში დასარჩენად იბრძვის – გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად „ტალავერას“ წინააღმდეგ ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში 67:63 მოიგო.

ამ გამარჯვებაში ვილი ისიანის წვლილი ასეთია: 28 წუთი, 9 ქულა (6-იდან 2 სამქულიანი, ერთი ორქულიანი, ერთი საჯარო) და 7 მოხსნა.

შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეპიზოდის მონაწილე ქართველი გახდა. ვილიმ საჯარიმოების სროლის უფლება თამაშის ბოლოსკენ მიიღო, პირველი სროლა ზუსტად გამოიყენა, მეორე კი სპეციალურად ააცილა, რითიც მეტოქეს წუთშესვენებისა და შესაძლო სამქულიანი შეტევის შესაძლებლობა წაართვა. საბოლოოდ, „ჰოსპიტალეტმა“ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და ახლა საპასუხო მატჩს საკუთარ მოედანზე 22 აპრილს ჩაატარებს.