ვილი ისიანი ახალ კლუბში 10 ქულით იწყებს #1TVSPORT
25 წლის ქართველმა ფორვარდმა ვილი ისიანმა კლუბი გამოიცვალა – „კასერესიდან“ „მოლეში“ გადავიდა. ორივე ესპანური კლუბია, პირველი ლებ-ოროს ლიგაში თამაშობს, მეორე – ლებ-პლატაში. გუნდის გამოცვლის მთავარი მიზეზი სათამაშო დროა, რომელიც ვილის „მოლეში“ გაცილებით მეტი ექნება.
ისიანმა ახალ გუნდში უკვე ითამაშა. მისმა „მოლემ“ „მოდერასს“ უმასპინძლა და 71:80 დამარცხდა. 203 სმ სიმაღლის ქართველმა ფორვარდმა 29 წუთი ითამაშა და შედეგიანიც იყო: 10 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი. მან 3-იდან 2 ორქულიანი და 4-იდან 2 სამიანი ჩააგდო. ვილის გუნდში ბომბარდირი მარკ სესე გახდა, რომელმაც 15 ქულა ჩააგდო.
🚨 FITXATGE 🚨
🗣️ @willyisiani s’incorpora per reforçar l’equip el que resta de temporada.
🤝🏼 Jugador interior de 2’02m, provinent del @caceresbasket Leb Or.
Segur que ens ajuda amb tantes baixes i esperem no parar de sumar i sumar…💪
Molta sort Willy! A per totes 👋🏼 pic.twitter.com/kvKEmxBTn0
— Club Bàsquet Mollet (@CBMollet) January 19, 2023
17 ტურის შემდეგ, „მოლეს“ 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 5 თებერვალს „პალმასთან“ გამართავს.