ვიკა ფილფანი – „ქართული ოცნება“ არ დაუშვებს „ნაცმოძრაობის“ დაშლას, „ოცნება“ დგას „ნაცმოძრაობაზე“
მიხეილ სააკაშვილი როგორ ახერხებს ციხიდან თათბირების ჩატარებას, პარტიის მართვას, როდესაც გიორგი გახარიას სასამართლო პროცესებზე ჩართვის უფლებასაც არ აძლევენ, როდესაც პოლიტიკური პატიმრები, ახალგაზრდა ადამიანები საკუთარ ოჯახებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ? – ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ არ დაუშვებენ „ნაცმოძრაობის“ დაშლას.
„„ქართული ოცნება“ დგას „ნაცმოძრაობაზე“. რაც შეეხება შიდა გარჩევებს, შიდა რაღაც გაუგებრობებს, არჩევნებს და ა.შ., ამაზე საუბარიც არასერიოზულია, რადგან დღეს ჩვენს მოქალაქეებს გაცილებით უფრო მწვავე პრობლემა უდგათ, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ შიდა კამათებია“, – განაცხადა ფილფანმა.