ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა

10:15, 26.08.2025

ვიეტნამში ტაიფუნ „კაჯიკის“ შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ქარიშხალმა თითქმის 7 000 სახლი დააზიანა, ბრინჯის ნარგავების 28 800 ჰექტარი დატბორა და ათასობით ხე წააქცია.

დაზიანდა 331 ელექტრობოძი, რამაც ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია.

მედიის ცნობით, რამდენიმე სოფელი წყალდიდობის გამო იზოლირებულია.

მსგავსი