ვიეტნამში ტაიფუნის მოახლოების გამო, მთავრობა სამხედროების მობილიზებას ახორციელებს
ვიეტნამში ტაიფუნის მოახლოების გამო, მთავრობა სამხედროების მობილიზებას ახორციელებს

ტაიფუნ „კონსონის“ მოახლოების გამო, რომელსაც მეხუთე კატეგორია მიენიჭა და ვიეტნამამდე მომდევნო კვირის დასაწყისში მიაღწევს, ხელისუფლებამ 500 ათასი სამხედრო მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანა. ინფორმაცის სააგენტო „როიტერი“ აქვეყნებს.

ტაიფუნმა, ფილიპინებზე უკვე იმსხვერპლა ერთი ადამინის სიცოხცხლე, დაკარგულად ითვლება 17.

ხელისუფლების განცხადებით, ტაიფუნი ძალას იკრებს და შესაძლოა, 800 ათას ადამიანს მიაყენოს ზიანი.

ხელისუფლებამ პროვინციის ხელმძღვანელებს ზღვაში ნავებით შესვლის აკრძალვა და საევაკუაციო გეგმის მომზადება დაავალა. მეტეოროლოგთა განცხადებით, შესაძლოა, ტაიფუნ „კონსონისა“ და „ჩანტუს“ გაერთიანება მოხდეს, რაც ვიეტნამისთვის ზიანის მიყენების რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

ვიეტნამი გრძელი სანაპირო ხაზის გამო, ხშირად ზიანდება ტროპიკული შტორმებისა და წყალდიდობებისგან. გასულ წელს შტორმებით გამოწვეულ წყალდიდობებს 378 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.