ვიეტნამში მეწყერს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება

11:35, 25.06.2018

ვიეტნამში გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება.

მაშველები შიშობენ, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. სამაშველო ოპერაცია მთიან რეგიონში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

სტიქიამ საცხოვრებელი სახლები, გზები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

წინასწარი შეფასებით, ზარალის ოდენობა 3 მილიონ დოლარს აღემატება.

მსგავსი