ვიეტნამში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა
ვიეტნამში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

ვიეტნამში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიეტნამში მთავრობის მიერ მიღებული ზომების შედეგად, კორონავირუსით სამი თვის განმავლობაში არავინ დაღუპულა. დაავადების გავრცელების ტემპიც დაბალი იყო.

თუმცა, გასულ კვირაში დანანგის პროვინციაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, ხოლო დღეს საკურორტო ქალაქ დანანგში ვირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ რეგიონში 100-ზე მეტი ინფიცირებულია აღრიცხული. ადგილზე გაგზავნეს სამედიცინო პერსონალი, რომელიც ადგილობრივ ექიმებს ვირუსის გავრცელების შეჩერებაში დაეხმარება.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვიეტნამში კორონავირუსული ინფექციით 509 ადამიანი დაინფიცირდა.

დატოვე კომენტარი