ვიეტნამში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
ვიეტნამში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

ვიეტნამში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში, ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა და 27 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში გვიან ღამით გაჩნდა და სართულებზე მალევე გავრცელდა.

დაღუპულთა უმრავლესობის გარდაცვალების მიზეზი კვამლით ინტოქსიკაცია გახდა, თუმცა რამდენიმე პირი შენობიდან გადმოხტომის გამო დაიღუპა.

მრავალსართულიან კომპლექსში 736 ოჯახი ცხოვრობს. ადგილზე მობილიზებულმა 200-მდე მეხანძრემ ცეცხლის ჩაქრობა ერთ საათში შეძლო.