ვიეტნამში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა
ვიეტნამში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ვიეტნამში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შიდა გადაცემათა შემთხვევების რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ყველა ახალი ინფიცირება დანანგის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოს უკავშირდება. დაავადებულთა შორის ოთხი ექიმია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ვიეტნამში ახალი კორონავირუსული ინფექციის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც დანანგიდან 80 ათასი ტურისტის ევაკუაცია დაიწყო.

ვიეტნამში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 413 შემთხვევა და არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.