ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ჩრდილო კორეის სამიტი დაიწყო
ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ჩრდილო კორეის სამიტი დაიწყო

ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ჩრდილო კორეის სამიტი დაიწყო.

ორდღიანი სამიტის პირველ დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ვიეტნამის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

დონალდ ტრამპმა ვიეტნამის მთავრობის ხელმძღვანელს უთხრა, რომ ჩრდილო კორეის ლიდერს „რამე დიდებულის გაკეთება“ სურს.

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა ადგილობრივი დროით 18:40 საათზეა დაგეგმილი. ორი ქვეყნის ლიდერი ერთი ერთზე ფორმატში 20-წუთიან შეხვედრას გამართავს, შემდეგ კი დიალოგი ოფიციალურ სადილზე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

სავარაუდოდ, ხელშეკრულების გაფორმება ან მნიშვნელოვანი პრესკონფერენცია 28 თებერვალს არის მოსალოდნელი.