ვიდეოთამაში „ფიფა 20“ ტურინის „იუვენტუსს“ სახელს გადაარქმევს

10:45, 17.07.2019

ვიდეოთამაში „ფიფა 20“ იძულებულია ტურინის „იუვენტუსი“ განსხვავებული სახელით შეიყვანოს თავის პროგრამაში. ამის მიზეზი ის არის, რომ პოპულარულმა იტალიურმა კლუბმა კონტრაქტი კომპანია „პესთან“ (PES) გააფორმა, რომელიც „ფიფას 20“-ის კონკურენტია.

შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ არცერთ სხვა ვიდეოთამაშს არ აქვს უფლება გამოიყენოს კლუბის სახელი, ფეხბურთელების ფორმა და ტურინის სტადიონი. თუმცა, ეს არ ეხება თავად ფეხბურთელებს, ამიტომ „ფიფა 20“-ში კრიშტიანუ რონალდუ და „იუვენტუსის“ სხვა მოთამაშეები ჩვეულებრივად იქნებიან წარმოდგენილი.

საინტერესოა, რომ გუნდის სახელწოდება პოპულარულ თამაშში ამიერიდან „პიემონტე კალჩო“ იქნება.

მსგავსი