ვიდეორეფერი საქართველოში მალე დაინერგება - მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება #1TVSPORT
ვიდეორეფერი საქართველოში მალე დაინერგება - მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება #1TVSPORT

საქართველოში ვიდოერეფერის (VAR-ის) დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თეორიული ნაწილის შემდეგ, ქართველ მსაჯებს პრაქტიკული სემინარები უტარდებათ.

„პროექტში ჩართული არბიტრები სამი დღის განმავლობაში რეალურ გარემოში, მატჩის სიმულაციის საშუალებით შეძლებენ პრაქტიკული ცოდნის მიღებას. სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფა-სგან ვიდეო ასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.

ფიფა-ს ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2021 წლიდან მუშაობს.

სამუშაო ჯგუფს ფიფა-ს ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.