ვიდეოკადრები „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარე დღევანდელი სხდომებიდან

15:01, 17.10.2026

„ქართული ოცნება“ პარტიის ოფისში მიმდინარე დღევანდელი შეხვედრების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

როგორც ცნობილია, 13:00 საათზე პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

ორივე ხდომას ესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

შეხვედრებში ასევე მონაწილეობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები.

მსგავსი