ვიდეოკადრები „ქართულ ოცნებაში“ გამართული პოლიტსაბჭოს სხდომიდან [ფოტო, ვიდეო]

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერის თემაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ.

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, გენერალური მდივანი კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს წევრები ესწრებოდნენ.