ვიდეოკადრები მყინვარ ლეხზირიდან, სადაც ყინული ჩამოიშალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, მყინვარ ლეხზირიდან ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია. უწყება ავრცელებს ვიდეოკადრებს ადგილიდან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის ამ ეტაპზე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

„ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი