ვიდეოკადრები - ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური ავტომაგისტრალი დატბორილია

ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია. ავტომანქანები მახინჯაურის მონაკვეთზე ვერ გადაადგილდებიან. დასახლების ცენტრი მთლიანად დატბორილია.

„წყალდიდობის გამო, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტომანქანების ნაწილი დაზიანდა და გაჩერებულია. საცობი ამის გამო შეიქმნა. ადგილებზე საპატრულო ეკიპაჟებია გასული. ჩვენი ბრიგადები სრულად არის მობილიზებული. ბათუმსა და ქობულეთში მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები“, – განაცხადა პირველ არხთან საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ირაკლი თოიძემ.

 

ფოტო-ვიდეო – ედუ კოჩალიძე