ვიდეო-ჰაილაითები | შვედურ-ქართული ემოციები ახლო ხედით #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით დაიწყო.

ჩვენმა გუნდმა შვედეთში 0:1 დათმო, თუმცა ეს ის მატჩი იყო, რომელშიც ფრე რეალური გახლდათ. ამ სიტყვებში თავადაც დარწმუნდებით, მატჩის საუკეთესო მომენტების კრებულს თუ გადაავლებთ თვალს.

 

შვედეთი – საქართველო 1:0

გოლები: 1:0 კლასონი (35. იბრაგიმოვიჩის პასით)

25.03.2021. „სოლნა ფრედს არენა“. უმაყურებლოდ.

შვედეთი: კრისტოფერფერ ნორდფელდტი – მიქაელ ლუსტიგი (84. ემილ კრაფტი), ვიქტორ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი – დეიან კულუსევსკი, სებასტიან ლარსონი, კრისტოფერფერ ოლსონი (68. ალბინ ეკლდალი (72. (მატიას სვანბერგი)), ვიკტორ კლასონი (72. ემილ ფორსბერგი) – ალექსანდრ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: იანე ანდერსონი

საქართველო: გიორგი ლორია – გოგა ჩაბრაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა (60. ლევან შენგელია), ნიკა კვეკვესკირი (60. ვაკო გვილია) – საბა ლობჟანიძე (78. გიორგი ბერიძე), გიორგი აბურჯანია, ხვიჩა კვარაცხელია (46. ოთარ კიტეიშვილი) – გიორგი ქვილითაია (84. გიორგი მიქაუტაძე)

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მთავარი არბიტრი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

გაფრთხილებები: იბრაჰიმოვიჩი (54), ოლსონი (57), აუგუსტინსონი (64), დვალი (90+5)