ვიცე-პრემიერმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებმა 2019-2020 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს
ვიცე-პრემიერმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებმა 2019-2020 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასა და მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს.

​საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ​ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირაკლი ქარსელაძე, მზია გიორგობიანი და სსფ-ს (IMF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისიის წევრები რეგიონებში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებით, წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა პროექტებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალი წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.