ვიაჩესლავ ვოლოდინი - საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა, ვერც რუსული დელეგაციის თავდასხმებისა და მუქარისგან დაცვა
ვიაჩესლავ ვოლოდინი - საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა, ვერც რუსული დელეგაციის თავდასხმებისა და მუქარისგან დაცვა

საქართველოს ხელისუფლების ქმედება საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ნორმებს ეწინააღმდეგება, – ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს.

„ჩატარების ადგილი და მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ორგანიზაცია წინასწარ იყო შეთანხმებული ქართულ მხარესთან. საქართველო როგორც ორგანიზატორი ქვეყანა, პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმის ჩატარებაზეც და მისი მონაწილეების უსაფრთხოებაზეც. ეს პირობები იგნორირებულია. მათ ვერ შეძლეს ვერც ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა, ვერც რუსული დელეგაციის თავდასხმებისა და მუქარისგან დაცვა.

რადიკალური ძალების აქცია მიმართულია, არა მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლების წინააღმდეგ, არამედ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა, 25-ვე ქვეყნის წინააღმდეგ“, – აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი.

მისივე თქმით, რუსეთის დელეგაციაზე საქართველოს ხელისუფლების შემდგომი თავდასხმები ეჭვს იწვევს მათ ადეკვატურობასთან და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო პარტნიორობის უნართან დაკავშირებით.