ვეტერანი ფეხბურთელები სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

12:12, 26.11.2018

ვეტერანი ფეხბურთელები ლევან ნოდია და გრიგოლ ჭილაია აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს.

მათი თქმით, ისინი შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში მართავენ.

ვეტერანი ფეხბურთელების განცხადებით, სპორტისა და ფეხბურთის განვითარება მათთვის მნიშვნელოვანია.

მსგავსი