ერედივიზიონის კლუბი „უტრეხტი“ იმედს გამოთქვამს ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ვესლი სნეიდერის გაფორმებაზე. 36 წლის ვეტერანმა ერთი წლის წინ დაასრულა აქტიური საფეხბურთო კარიერა.
„ჩვენ ვილაპარაკეთ მის შესაძლო დაბრუნებაზე. ახლა მას აქვს მოსაფიქრებლად დრო – მოსწონს თუ არა ეს იდეა,“ – თქვა „უტრეხტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ჯორდი ზუიდამმა.
სნეიდერის ბოლო კლუბი იყო ყატარის „ალ-გარაფა“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა არიენ რობენმა, რომელმაც ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა „გრონინგენთან“.