ვესლი სნეიდერი დანაშაულებრივი ორგანიზაციის ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს, ვესლი სნეიდერს, შესაძლოა, დანაშაულებრივი ორგანიზაციის ფულის გათეთრების ოპერაციასთან ჰქონდეს კავშირი, – იტყობინება ტელეკომპანია RTL.
წყაროს ცნობით, სნეიდერი სამშენებლო კომპანიის აქციონერია, რომლის გავლითაც მოხდა მილიონობით ევროს გათეთრება. გამოძიებისას გაირკვა, რომ აღნიშნულ კომპანიას კავშირი აქვს ავსტრიულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც დაკავებულია აკრძალული ნივთიერებების გამოშვებითა და რეალიზაციით.
თურქულმა პრესამ შეისწავლა ფინანსური დანაშაულებების გამოძიების ანგარიშები, სადაც დეტალურად არის აღწერილი აღნიშნული დანაშაულებრივი დაჯგუფების მუშაობის სქემა. ხაზს უსვამენ იმას, რომ ვესლი სნეიდერის სახელი ასევე ფიგურირებს ამ გამოძიებაში.
ადრე ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისთვის არაფერია ცნობილი კომპანიის კავშირებზე დანაშაულებრივ ჯგუფებთან. სნეიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ შეძლო იმ ინვესტიციების დაბრუნება, რომლებიც ამ სამშენებლო კომპანიაში ჩადო.